15 ივლისი 2020
პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2020 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის და მთარგმნელობითი პროექტების ფარგლებში 8 წიგნი დაფინანსდება
უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2020 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის და მთარგმნელობითი პროექტების ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 8 წიგნი:
გერმანია
- მერაბ მამარდაშვილი - ლექციები პრუსტზე - Matthes & Seitz Berlin
- ანთოლოგია „უსაზღვროდ“ - ქალები ომის შესახებ - POP-Verlag Ludwigsburg
- შტეფან აპლისი - მოგზაურობა სვანეთში - Mitteldeutscher Verlag
ბრიტანეთი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი - სერიაში Director’s choice - Scala Arts & Heritage Publishers
საბერძნეთი
- პაატა შამუგია - „ლექსების კრებული“ - Vakxikon Publications
- ანთოლოგია „წიგნი თბილისზე“ - Vakxikon Publications
ეგვიპტე
- ზურაბ ქარუმიძე - „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი”- Sefsafa Publishing House
ალბანეთი
- ანა კორძაია-სამადაშვილი - „შუშანიკის შვილები“ - Dituria Publishing House