7 ივლისს მწერალთა სახლში ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსის „სამყარო ხვალ“ გამარჯვებულები გამოვლინდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვებულთა დასახელება ონლაინ ჩართვის მეშვეობით მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე გაიმართა.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
- პირველი პრემია
ნია რეხვიაშვილი - „მოგზაურობა ფოტოში“ (ლაგოდეხი, სოფ. აფენის მე-2 სკოლა) - მეორე პრემია
გიორგი ხითარიშვილი - „სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?“ (თბილისი, სკოლა ოპიზა) - მესამე პრემია
ნატალი ჩიტაია - „მომავლის ალტერნატივები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
გამარჯვებულები მწერალთა სახლისგან მიიღებენ მაღაზია „ზუმერის“ 500, 400 და 300 ლარიან ვაუჩერებს.
კონკურსის ჟიურიმ, რომელის წევრებიც იყვნენ ირაკლი ლომოური, ზურაბ პაპიაშვილი, ლელა შუბითიძე, ნინო ბექიშვილი და ვასო გულეური 99 საკონკურსო მოთხრობა განიხილეს, საიდანაც 10 ფინალისტი გამოვალინეს, გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად ფინალში მოხვდნენ:
- თამარ აბდუშელიშვილი - „ფანტასტიკური მოთხრობა“ (ჭიათურის მე-2 სკოლა)
- ვიკა ვანიშვილი - „დამალული მომავალი“ (გორი, სოფ. სვენეთის საჯარო სკოლა)
- ანდრია კიკონიშვილი - „ლტოლვილები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
- ანი კობახიძე - „საწყისთა ძახილი“ (თბილისი, 161-ე სკოლა)
- სალომე ლომიძე - „მე მცივა“ (ხაშური, 1-ლი სკოლა)
- ნია რეხვიაშვილი - „მოგზაურობა ფოტოში“ (ლაგოდეხი, სოფ. აფენის მე-2 სკოლა)
- დაჩი რუხაძე - „თურმე როგორ შემყვარებია“ (თბილისი, 175-ე სკოლა)
- ანი პოღოსიანი - „მედიუმი 17“ (ნინოწმინდა, სოფ. განძის მე-2 სკოლა)
- ნატალი ჩიტაია - „მომავლის ალტერნატივები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
- გიორგი ხითარიშვილი - „სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?“ (თბილისი, სკოლა ოპიზა).
შვიდივე ფინალისტი მწერალთა სახლისგან მიიღებს წამახალისებელ პრიზს - მაღაზია „ბიბლუსის“ 50 ლარიან ვაუჩერს.
ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი „სამყარო ხვალ“ გამოცხადდა 2020 წლის 8 აპრილს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.