01 ივლისი 2020
ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსის „სამყარო ხვალ“ ფინალისტები ცნობილია


დასრულდა ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი „სამყარო ხვალ“.


გვინდა, მადლობა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს, ასევე მათ მასწავლებლებსა და სკოლებს. სულ საკონკურსოდ შემოვიდა 99 მოთხრობა, რომელთაგან ჟიურიმ 10 საუკეთესო გამოავლინა.

ესენი არიან:

თამარ აბდუშელიშვილი  - „ფანტასტიკური მოთხრობა“ (ჭიათურის მე-2 სკოლა)

ვიკა ვანიშვილი  - „დამალული მომავალი“ (გორი, სოფ. სვენეთის საჯარო სკოლა)   

ანდრია კიკონიშვილი  - „ლტოლვილები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)

ანი კობახიძე  - „საწყისთა ძახილი“ (თბილისი, 161-ე სკოლა)      

სალომე ლომიძე  - „მე მცივა“ (ხაშური, 1-ლი სკოლა)

ნია რეხვიაშვილი  - „მოგზაურობა ფოტოში“ (ლაგოდეხი, სოფ. აფენის მე-2 სკოლა)

დაჩი რუხაძე  - „თურმე როგორ შემყვარებია“ (თბილისი, 175-ე სკოლა)   

ანი პოღოსიანი  - „მედიუმი 17“  (ნინოწმინდა, სოფ. განძის მე-2 სკოლა) 

ნატალი ჩიტაია  - „მომავლის ალტერნატივები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)

გიორგი ხითარიშვილი  - „სად  მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?“ (თბილისი, სკოლა ოპიზა).

7 ივლისს, 15:00 საათზე  მწერალთა სახლში ჟიური დაასახელებს პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს.

  1. პირველი პრემია - მაღაზია „ზუმერის“ 500 ლარიანი ვაუჩერი;
  2. მეორე პრემია -  მაღაზია „ზუმერის“ 400 ლარიანი ვაუჩერი;
  3. მესამე პრემია - მაღაზია „ზუმერის“ 300 ლარიანი ვაუჩერი.

დანარჩენი 7 ფინალისტი მიიღებს წამახალისებელ პრიზს - მაღაზია „ბიბლუსის“  50 ლარიან ვაუჩერს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვებულთა დასახელებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირი ონლაინ ჩართვის მეშვეობით მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე.

ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი „სამყარო ხვალ“ გამოცხადდა 2020 წლის 8 აპრილს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთსაქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor