22 ივნისი 2020
პროგრამის „მწერალთა სახლის სტიპენდიები მთარგმნელებისთვის“ ფარგლებში 11 პროექტი დაფინანსდა
პროგრამის „მწერალთა სახლის სტიპენდიები მთარგმნელებისთვის“ ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით 11 პროექტი დაფინანსდა:
- ჟორჟ ბერნანოსი - „სატანის მზის ქვეშ“ - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, მთარგმნელი - ეკატერინე სუმბათაშვილი
- მარკ ტვენი - „კონეკტიკუტელი იანკები მეფე არტურის კარზე“ - გამომცემლობა „არტანუჯი“, მთარგმნელი - გია ბერაძე
- გაბრიელ გარსია მარკესი -„საუკუნის სკანდალი“ - გამომცემლობა „ინტელექტი“, მთარგმნელი - ელზა ახვლედიანი
- ჯორჯ ორუელი - „პარიზისა და ლონდონის ფსკერზე“ - „ქარჩხაძის გამომცემლობა“, მთარგმნელი - ნოდარ მანჩხაშვილი
- ესქილე - „მიჯაჭვული პრომეთე“ - „ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი“, მთარგმნელი - თათია მთვარელიძე
- რობერტო ბოლანიო - „ველური დეტექტივები“ - „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი - ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი
- სტანისლავ იგნაცი ვიტკევიჩი - „პიესების კრებული“ - „მთარგმნელების გამომცემლობა“, მთარგმნელი - ქეთევან ქანთარია
- თანამედროვე სომხური პოეზიის ანთოლოგია - „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, მთარგმნელები - ასია დარბინიანი, დიანა ანფიმიადი
- ციცერონი - „ტუსკულანური საუბრები“ - კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი, საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“, მთარგმნელი - იამზე გაგუა
- მერაბ მამარდაშვილი - „ცნობიერება და ცივილიზაცია“ - გამომცემლობა „აქტი“, მთარგმნელი - დიმიტრი უჩანეიშვილი
- ფრიდრიხ პაროტი - „ფრიდრიხ პაროტის მოგზაურობა საქართველოში“, გამომცემლობა „ვაზი“, მთარგმნელი- თამარ რეკ-კოტრიკაძე