ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, მწერალთა სახლი აცხადებს შემოქმედებითი სტიპენდიების პროგრამას ავტორებისათვის. პროგრამის მიზანია მხატვრული, არამხატვრული და საბავშვო/საყმაწვილო ლიტერატურის ახალი გამოცემის შექმნის ხელშეწყობა ქართულ ენაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქართულ საგამომცემლო სახლებს; თითო გამცხადებელს უფლება აქვს გამოგზავნოს არა უმეტეს სამი განაცხადისა.
შემოქმედებითი სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში გამოსაცემად შერჩეული ტექსტი უნდა განეკუთვნებოდეს შემდეგ ჟანრებს:
-
რომანი;
-
პროზა;
-
პოეზია;
-
არამხატვრული ლიტერატურა (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა);
-
საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა.
იხილეთ პროგრამაში მონაწილეობის პირობები.
მონაწილეობის მისაღებად ჩამოტვირთეთ ან შეავსეთ განაცხადის ფორმა.
განაცხადები მიიღება მწერალთა სახლში 2020 წლის 30 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsuladze@writershouse.ge