მწერალთა სახლი აცხადებს განაცხადების მიღებას უცხოელი გამომცემლების და ლიტერატურის აგენტებისთვის რიგით მე-10 ყოველწლიურ ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგში მონაწილეობის მისაღებად.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მწერალთა სახლი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ფორუმი წელს, 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პირველად, ონლაინ რეჟიმში წარიმართება.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, მისი თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.
2011-2019 წლებში ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 140-ზე მეტ უცხოელ წარმომადგენელს უმასპინძლა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის აქტიური მხარდაჭერით.
თარიღი: 30 ივნისი - 3 ივლისი 2020
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 ივნისი 2020