მწერალთა სახლი შეუერთდა მედია-პლატფორმის „ამბებს მიღმა“ კამპანიას #ვისრავარგე და კამპანიის ფარგლებში გამოვყავით წიგნები და ლიტერატურული ჟურნალი კარანტინში მყოფი მოქალაქეების გასამხნევებლად.
თუმცა, კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებაში, ნებისმიერი წამოწყებისას, მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ჯანდაცვის სფეროსა და სხვასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ დადგინდა, რომ არსებობს მინიმალური რისკი იმისა, რომ წიგნები დეზინფექციის გარეშე დაუბრუნდება საზოგადოებას, ან შემთხვევით აღმოჩნდება საკარანტინე ზონების გარეთ.
ამიტომ, ამბებს მიღმამ გადაწყვიტა, უარი თქვას წიგნების კარანტინში შეტანაზე და კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები გადასცენ მობილურ ბიბლიოთეკებს, სასწავლო დაწესებულებებს თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
სურვილის შემთხვევაში, წიგნები შეგიძლიათ მიაწოდოთ "ამბებს მიღმას".