მწერალთა სახლის მიერ ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ფარგლებში, მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 13 გამარჯვებული პროექტი:
-
ტომას სტერნზ ელიოტი -„ბებერი ოპოსუმის წიგნი კატის ნაირსახეობათა შესახებ“ - ანა კოპალიანი (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი
-
პეტერ ჰანდკე - „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ - მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი
-
ნინო ხარატიშვილი, ანდრეას ფლურაკისი, ლაშა ბუღაძე - „ სამი პიესა მედეას შესახებ“ - სოფიო შამანიდი, ნინო ბურდული (მთარგმნელები) -გამომცემლობა არტანუჯი
-
მერაბ მამარდაშვილი და ალექსანდრ პიატიგორსკი - „სიმბოლო და ცნობიერება“ - ბაქარ როსტიაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა კალმოსანი
-
მატიას ენარი - „კომპასი“ - პაატა ჯავახიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა დიოგენე
-
ევრიპიდე - „ბაკქი ქალები“ - ნანა ტონია (მთარგმნელი) - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი
-
ევრიპიდე - „ტროელი ქალები“ - ნანა ტონია (მთარგმნელი) - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი
-
გივი მარგველაშვილი - „მედეა კოლხეთიდან კოლხოსში“ -თამარ რეკკ-კოტრიკაძე (მთარგმნელი) - ა.ა.ი.პ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „ კავკასიური სახლი“
-
ვირჯინია ვულფი - „ტალღები“ - ლანა ტყეშელაშვილი (მთარგმნელი) - საქართველოს აკადემიური გამომცემლობა
-
თორნტონ უაილდერი - „მარტის იდები“ - ნინო ღამბაშიძე (მთარგმნელი) - აკადემიური წიგნი
-
ერიკ ლი - „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“ - ქეთევან ქანთარია (მთარგმნელი) - გამომცემლობა პოეზია
-
იტალო კალვინო -„კოსმოკომიკური ამბები“- ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
-
ალბერ კამიუ და რენე შარი - „1946-1959 წლების მიმოწერა“ - ქეთევან კოკოზაშვილი (მთარგმნელი) - შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო