მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო დებიუტი
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- წლის საუკეთესო რომანი
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.
ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოს გამომცემლის მიერ;
თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა;
კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში, საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი.
კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 8-იდან 11 ივნისამდე.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:
-განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის ნატალია ლომოურის სახელზე;
განაცხადის ფორმა იხ. დანართი 1.
-საკონკურსოდ შერჩეული წიგნები 3 ეგზემპლარად (წიგნები რჩება მწერალთა სახლის ბიბლიოთეკას).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით info@writershouse.ge
ტელ: +99532 297 41 05; 297 41 02