20 იანვარი 2020
გამოცხადდა სარეზიდენციო პროგრამა ფრანგულ ენაზე მთარგმნელთათვის
საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, 2020 წელს, 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, დაგეგმილია სარეზიდენციო პროგრამა ქართველი ავტორების ნაწარმოებების ქართულიდან ფრანგულ ენაზე მთარგმნელთათვის. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში მთარგმნელები თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში განთავსდებიან და ქართველ ავტორებთან/ავტორის მკვლევარებთან ერთად იმუშავებენ ქართული მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოების ფრანგულენოვანი თარგმანის სრულყოფაზე.
სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგულენოვან მთარგმნელს, რომელიც მუშაობს ქართველი ავტორის მხატვრული ტექსტის ფრანგულენოვან თარგმანზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 თებერვალი.