სსიპ “მწერალთა სახლი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს სალიტერატურო ჟურნალების გამოსაცემად.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის ხელშეწყობა“ პრიორიტეტის „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა“ ფარგლებში;
კონკურსის მიზანია ქვეყანაში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით;
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 140 000 (ასოორმოცი ათას) ლარს, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების თანხის ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.
წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) პერიოდულ გამოცემაში თანაბრად უნდა იბეჭდებოდეს ყველა თაობის ქართულენოვანი ავტორების (სასურველია გამოუქვეყნებელიც) და ასევე დებიუტანტი მწერლებისა და მთარგმნელების ნაწარმოებები.
ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკის და ესეისტიკის ნიმუშები;
გ) ცალკე რუბრიკა უნდა მიეძღვნას მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს;
კონკურსის ფარგლებში კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს კონკურსანტს რომლის პროექტიც, ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტის დაწყების თარიღი განისაზღვრება არა უადრეს 15 თებერვლისა, ხოლო დასრულების თარიღად − არა უგვიანეს15 დეკემბრისა;
კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება/ბი, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საკონკურსო პროექტების წარმოდგენის პირობები
კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილი მწერალთა სახლის დირექტორის სახელზე;
ბ) საპროექტო განაცხადი დანართი N1-ის - შესაბამისად;
გ) პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შემთხვევაში, თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება ან წერილი);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ;
ე) გამოცემის ტექნიკური პარამეტრები და ბეჭდვის ხარჯები წარმოდგენილი სტამბიდან სრულყოფილი 3 ინვოისით (ბაზრის კვლევა)
ვ) გამოცემის კონცეფცია წარმოდგენილი ელექტრონული (PDF ფაილის ან PowerPoint-ის სახით CD / DVD დისკზე ) შესაძლებელია მაკეტის სახითაც.
ზ) სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა(CV);
თ) გამოსაცემად მომზადებული ჟურნალის ავტორის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირის/პირების წერილობითი თანხმობა/ნებართვა ჟურნალის გამოცემაზე.
ი) საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი)
კონკურსანტი უფლებამოსილია შეცვალოს წარმოდგენილი განაცხადი, ან/და დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მხოლოდ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე;
საკონკურსო კომისია
გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს საკონკურსო კომისია პროექტის ქულებით შეფასების საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმებით:
# |
შეფასების კრიტერიუმი |
1 |
პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან და საკონკურსო პირობებთან |
2 |
პროექტის მოსალოდნელი შედეგები (მდგრადობა) |
3 |
ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში |
4 |
შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება |
5 |
პარტნიორობა |
|
იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი საკონკურსო განაცხადი ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადით დადგენილ პირობებს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსი ცხადდება ჩაშლილად;
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები:
ა) გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის თაობაზე
ბ) თითოეული გამარჯვებული პროექტის/ები დაფინანსების თანხის ოდენობის თაობაზე;
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კონკურსანტს მოსთხოვოს, მისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (მ.შ. ხარჯთაღრიცხის) დაზუსტების ან სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
საკონკურსო კომისიის მოთხოვნა, დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული განაცხადის (დანართი N2) წარმოდგენის თაობაზე, კომისიის მდივანის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის (info@writershouse.ge) საშუალებით ეცნობება კონკურსანტს;
კონკურსანტი ვალდებულია დაზუსტების მიზნით, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას წარმოუდგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
კონკურსანტის მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის, ან ხარვეზით, ან ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი;
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი), წარედგინება მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერს, რომელიც გამოსცემს ბრძანებას კონკურსში გამარჯვებული პირის/ების დაფინანსების თაობაზე.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან პროექტის განხორციელებამდე დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება.
კონკურსის ვადები
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2020 წლის 10 იანვრიდან 30 იანვრამდე (15:00 სთ.) მწერალთა სახლში, მისამართზე: ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ.13
განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციები გაიმართება მწერალთა სახლში 23 იანვარს 14:00 სთ-ზე; მისამართზე: ქ. თბილისი ივ. მაჩაბლის ქ.13
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სსიპ მწერალთა სახლის (www.writershouse.ge) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (www.mes.gov.ge) ვებგვერდებზე არა უგვიანეს 2020 წლის 22 თებერვლისა.
კონკურსის დასრულების შემდეგ, საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ კონკურსანტს უკან არ დაბრუნდება.