25 დეკემბერს გაიმართა მწერალთა სახლის ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, წლევანდელი კონკურსი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ჟიურიმ, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგებოდა, შემოსული 500-ზე მეტი ნაშრომიდან 12 საუკეთესო შეარჩია. გაიცა სამი პრემია და ცხრა წამახალისებელი პრიზი.
წელს მწერალთა სახლის მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
I პრემია - თეა ჭელიძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა;
II პრემია - გიგი მირზიაშვილი, მცხეთის N1 საჯარო სკოლა;
III პრემია - ანა შამათავა, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა;
წამახალისებელი პრიზები (მაღაზიების „ალტა“ და „ბიბლუსი“ 100 ლარიანი ვაუჩერები) გადაეცათ:
- ერეკლე ხოხიაშვილს, თერჯოლის რაიონის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა;
- ნათია ბერიძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლა;
- ზარუჰი ათორაკალიანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის
რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლა;
- ვახტანგ გამცემლიძეს, თბილისის N72 საჯარო სკოლა,
- როლანდ ხარაბაძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა;
- ნია მერებაშვილს, გორის უნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლა;
- დარია სტრუკოვას, ნინოწმინდის რაიონის სოფ. ორლოვკის საჯარო სკოლა;
- მარიამ მახვილაძეს, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა;
- გიორგი ხვედელიძეს - ჭიათურის N2 საჯარო სკოლა.
მწერალთა სახლმა მოსწავლეთა ესეების კონკურსი ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.