17 დეკემბერი 2019
აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა #ნიკასთვის

ნიკა აგლაძეს, ინტელექტ კლუბის გამორჩეულ მოაზროვნეს, ისტორიკოსსა და ლიტერატორს აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. ნიკას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას. ოპერაცია უახლოეს მომავალში გერმანიაში უნდა ჩატარდეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

18იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია.

მწერალთა სახლში საშუალება გექნებათ, შეიძინოთ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

შეგახსენებთ, რომ აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

გელოდებით ყველას #ნიკასთვის, 18 იანვარს მწერალთა სახლში!



სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე::
TBC: GE77TB7446645063600040 - ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 - ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

TBC: GE77TB7446645063600040 - ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 - ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor