05 დეკემბერი 2019
ადამიანის უფლებების დაცვის დღე მწერალთა სახლში
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მწერალთა სახლი გიწვევთ პლაკატების გამოფენასა და პანელ-დისკუსიაზე.
ღონისძიებაზე გაიმართება პლაკატების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და 10 საუკეთესო პლაკატის გამოფენა.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პლაკატების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს.
პანელ-დისკუსია:
ადამიანის უფლებები და თანამედროვე ქართული ხელოვნება
მონაწილეები:
თეო ხატიაშვილი (კინომცოდნე)
გია ხადური (პუბლიცისტი)
დათა თავაძე (რეჟისორი)
პაატა შამუგია (პოეტი)
მოდერატორი:
თამარ გურჩიანი (იურისტი)
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.