21 ოქტომბერს, მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ - ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია, გამოავლინა ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში:
რომანი
ზურაბ ქარუმიძე - „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“, გამომცემლობა „ინტელექტი“
პროზაული კრებული
დათო გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია“, გამომცემლობა „ინტელექტი“
პოეტური კრებული
ბექა ახალაია - „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
დოკუმენტური პროზა
ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - „SHEROES”, გამომცემლობა წიგნები ბათუმშ
დებიუტი
ნიკა ლაშხია - „დონორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
იაგო თვალაბეიშვილი - „ტრანსმუტაცია“, გამომცემლობა პალიტრა L
წიგნის დიზაინი
თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო“
პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.