21 ოქტომბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლი გიწვევთ ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიაზე. პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2019 ფინალისტები არიან:
რომანი
შორენა ლებანიძე - „პენელოპე-მგზავრი“, გამომცემლობა „არტანუჯი“
ზურაბ ქარუმიძე - „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ივა ფეზუაშვილი - „ფსკერის სახარება“, გამომცემლობა „ინტელექტი“
აკა მორჩილაძე - „კუპიდონი კრემლის კედელთან“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბექა ადამაშვილი - „ამ რომანში ყველა კვდება“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
პროზაული კრებული
გოგი ოჩიაური - „ხევსურული მოთხრობები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
დათო გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ინა არჩუაშვილი - „მე ახლა არავის ველოდები“, გამომცემლობა „ინტელექტი“
პოეტური კრებული
მარიამ წიკლაური - „ქუჩის გადაჭრა “, გამომცემლობა „ინტელექტი“
გივი ალხაზიშვილი - „ვრცელი წუთი“, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო
ბექა ახალაია - „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
მანანა კობაიძე - „ახალი აგვისტო“, გამომცემლობა „ინტელექტი“
დოკუმენტური პროზა
მედეა ზაალიშვილი - „ცაში გამოკიდებული სახლი“, გამომცემლობა „არტანუჯი“
დავით წერედიანი - „თემა და ვარიაციები”, გამომცემლობა „ინტელექტი“
ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“
გურამ მეგრელიშვილი - „საქართველოს ალტერნატიული რუკა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - „SHEROES”, გამომცემლობა წიგნები ბათუმში
დებიუტი
ნიკა ლაშხია - „დონორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ილია ჭანტურია - „ნინოშვილის 25“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ლელა კოტორაშვილი - „მოსიარულე გაკვეთილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ლევან ინაური - „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“, გამომცემლობა „ინტელექტი“
იაგო თვალაბეიშვილი - „ტრანსმუტაცია“, გამომცემლობა პალიტრა L
ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“, გამომცემლობა პალიტრა L
თემურ ბაბლუანი - „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის დიზაინი
თეონა ჭანიშვილი - „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“
თეონა ჭანიშვილი - „ ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა „ინტელექტი“
თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო“
სოფიო კირთაძე, ვიოლა ტუღუში - „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია , გამომცემლობა „არტანუჯი“
სოფია ანთიძე - „ამ რომანში ყველა კვდება“, ბექა ადამაშვილი , ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2016-2018 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.