2019 წლის 16-20 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 2018 წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის წარმატებული პრეზენტაციის შემდგომ, საქართველო განახლებული ეროვნული სტენდით და საგამომცემლო-ლიტერატურული პროგრამით წარდგება. პროექტი ხორციელდება საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე, მრავალფეროვანი პროგრამის Follow the Journey of Georgian Characters ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით ოცამდე ლიტერატურული ღონისძიება-დისკუსია, გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია და ბიზნეს შეხვედრა გაიმართება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის მისამართია Halle 5.0 B 100