საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია.
კონფიდენციალურმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.
გამარჯვებულები 25 ივნისს, 18:00 მწერალთა სახლში გამოვლინდებიან.
წლევანდელი ფინალისტები არიან:
რომანი
- შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
- ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
პროზაული კრებული
1. გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2. დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
პოეტური კრებული
1. მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა / გამომცემლობა „ინტელექტი“
2. გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო
3. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
4. მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
დოკუმენტური პროზა
1. მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
2. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“
4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
5. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES” / გამომცემლობა “წიგნები ბათუმში“
დებიუტი
1. ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
2. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
4. ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
5. იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრა L
6. ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრა L
7. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის დიზაინი
1.თეონა ჭანიშვილი - „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“
2. თეონა ჭანიშვილი - „ ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“
4. სოფიო კირთაძე, ვიოლა ტუღუში - „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია / გამომცემლობა „არტანუჯი“
5. სოფია ანთიძე - „ამ რომანში ყველა კვდება“ , ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა