მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- წლის საუკეთესო რომანი
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
- წლის საუკეთესო დებიუტი
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.
ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2018 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი.
კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 25/27ივნისს.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:
- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის ნატალია ლომოურის სახელზე; განაცხადის ფორმა იხ. დანართი 1.
- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლარად);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge
ტელ: +99532 297 41 01; 297 41 02