24 დეკემბერი 2018
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება

მწერალთა სახლში ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოეს.

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია ნომინაციაში, წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია,  გადაეცა მედეა ზაალიშვილს წიგნისათვის „თარგმანები“, გამომცემლობა „არტანუჯი“/

 

ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის საუკეთესო თარგმანად დასახელდა  დათო ბარბაქაძის მიერ თარგმნილი  ნიკოლას ლენაუს  ლექსები , ჟურნალი „ახალი საუნჯე“.

 

გამომცემლობა "დიოგენეს" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა მთარგმნელი დალილა გოგია. 

 

პრემია 2016 წლიდან გაიცემა და იგი წინა წელს გამოცემულ თარგმანებს აფასებს. წელს საკონკურსოდ განიხილებოდა 2017 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის ნომინაციაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.

 

პროექტი დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor