18 დეკემბერი 2018
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის მოკლე სია

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ჟიურიმ საბოლოო ეტაპზე გადასული წიგნებისა და პუბლიკაციების სია გამოავლინა. 

 

წიგნების ნომინაციაში ფინალში გავიდა ორი კრებული:

 

მედეა ზაალიშვილი - "თარგმანები", გამომცემლობა "არტანუჯი",

შოთა იათაშვილი - ძიტი მაძია, "ნუოსუს სიმღერები", გამომცემლობა "საუნჯე".

 

ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანებიდან მოკლე სიაში მოხვდა  შემდეგი პუბლიკაციები:

 

დათო ბარბაქაძე - ნიკოლას ლენაუ (ჟურნალი "ახალი საუნჯე")

გიორგი ლობჟანიძე - იარომირ ტიპლტი (ჟურნალი "ახალი საუნჯე")

დალილა გოგია - დითი რონენი (ახალი საუნჯე), რონ პეჯეტი (ჟურნალი "ინდიგო")

ბაჩანა ჩაბრაძე - პოლინ პიკო (ჟურნალი "ინდიგო)

ქარდა ქარდუხი - უილიამ კარლოს უილიამსი (ჟურნალი "ახალი საუნჯე")

 

საკონკურსოდ განიხილებოდა 2017 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის ნომინაციაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.

 

გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 24 დეკემბერს, "მწერალთა სახლში". 

 

კონკურსს მწერალთა სახლი გამომცემლობა "დიოგენესთან" ერთად 2016 წლიდან ატარებს.  პროექტი დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor