01 ნოებერი 2018
ვიშეგრადის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიტერატურული პრემია
2018 წლის ივნისში ჩატარდა ჟიურის ფინალური შეხვედრა ვიშეგრადის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულის გამოსავლენად. პრემიის ჟიური შედგებოდა ხუთი წევრისგან - ტერეზა ჩლანოვა და ჰანა კოზაკოვა (პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი), ლუბორ მატეჟკო (ბრატისლავას კომენიუს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი), კატარზინა იაკუბოვსკა-კრავჩუკ (ვარშავის უნივერსიტეტის უკრაინული ენის შემსწავლელი დეპარტამენტი), ლაჟოს პალფალვი (უნგრული ლიტერატურის მთარგმნელობითი ასოციაცია, ბუდაპეშტი). სულ წარმოდგენილი იყო 14 ნომინაცია 5 ქვეყნიდან (სომხეთი, მოლდოვა, საქართველო, ბელარუსი, უკრაინა). ფინალისთვის არჩეულ იქნა 8 წიგნი - სერგეი ჟადანი უკრაინიდან (Iнтернат), ვლადიმირ რეფეენკო უკრაინიდან (Долгота дней), არტიომ ჩეხი უკრაინიდან (Точка нуль), ოლეკსანდრ დოზინეცი უკრაინიდან (Мафей. Книга написана сухим пером), სუსანა ჰარუთინიანი სომხეთიდან (The Ravens before Noa), მარსელ გერმანი მოლდოვადან (Paralel Universes), არჩილ ქიქოძე საქართველოდან (სამხრეთული სპილო), ალჰიერდ ბაკარევიჩი ბელარუსიდან (Dogs of Europe). ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ ჟიურის წევრები შეჯერდნენ ვლადიმირ რაფეენკოზე. ვულოცავთ ვლადიმირ რაფეენკოს ამ გამარჯვებას! უკვე მზადდება მისი წიგნის თარგმანი ჩეხურ ენაზე და შემოდგომაზე მას გამოსცემს გამომცემლობა Vetrne Mlyny (ბრნო).
 
ვიშეგრადის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიტერატურული პრემია წარუდგენს პოეზიის, მხატვრული და დოკუმენტური პროზის ავტორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ცენტრალური ევროპის მკითხველებს.
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor