იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ჟიურიმ ფინალისტები გამოავლინა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიური იქნება; მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა. წელს პრემია მეორედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესებს, რომლებიც ელექტრონულად მივიღეთ (კონკურსის ორგანიზატორებმა გავითვალისწინეთ ის, რომ გამომცემლები ნაკლებად ბეჭდავენ პიესებს) და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.
საკონკურსოდ შემოსული 42 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 21.
დებიუტის ნომინაციაში ჟიურიმ მოკლე სია ვერ გამოავლინა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის წლევანდელი ფინალისტები არიან:
საუკეთესო პოეტური წიგნი:
ნათია ჯანაშია „ენოტის რემონტი“ , გამომცემლობა "პალიტრა L"
გივი ჩიღვინაძე „ანბანი, ანბანთქება, ენის გასატეხები, რითმოცანები“, გამომცემლობა "მახარობელი"
საუკეთესო პროზაული წიგნი
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
თამრი ფხაკაძე „კიკის თავგადასავალი“, გამომცემლობა "პალიტრა L"
ბონდო მაცაბერიძე „წერილები წეროს ბუდიდან“, გამომცემლობა "ბაკმი"
პატარებისთვის, 7 – 12 წელი:
ლელა ცუცქრიძე „მხიარული ოჯახი და სხვები“ საქართველოს აკადემიური გამომცემლობა
დიანა ანფიმიადი „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“
მაწვილებისთვის, 13 + .
ნატო დავითაშვილი „მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ანა ჯანელიძე „ჰიპა ირჩევს პროფესიას“, გამომცემლობა "ზოლიანი კატა"
ლელა ცუცქირიძე „წერილები წეროს ბუდიდან“, გამომცემლობა "ბაკმი"
პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
ლელა ცუცქრიძე „მხიარული ოჯახი და სხვები“, საქართველოს აკადემიური გამომცემლობა
სოფო კირთაძე „მაუგლი“, გამომცემლობა "პალიტრა L"
საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
ალექს ჩიღვინაძე „თქვენთანაც აბრახუნებენ?“
ნინია სადღობელაშვილი „სიხარულის ვაქცინა“
ირმა მალაციძე „სამი გოჭის ახალი თავგადასავალი“
საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია)
ციცო ხოცუაშვილი - ჯენიფერ ბელის „მიწისქვეშელები“, ე.ბ. უაითის „გედის საყვირი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გიორგი ეკიზაშვილი - დანიელ პენაკის „კამო, ანუ საუკუნის იდეა“, დანიელ პენაკის, „კამო და მე, დანიელ პენაკის „კამო და სააგენტო ბაბილონი“, გამომცემლობა "აგორა"
თამარ კვიჟინაძე - არნე სვინგერის „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ქეთი ყანჩაშვილი - ჯოან როულინგი „ჰარი პოეტრი და დაწყევლილი ბავშვები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია)
ირმა მალაციძე - ინტერნეტ-ჟურნალი „საბავშვო ლიტერატურა“
თათა ჩხაიძე ანა თურმანიძე, „ქაღალდის თვითმფრინავი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 26 ოქტომბერს, მწერალთა სახლში 18:00 საათზე