18 ოქტომბერი 2018
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია პოეზიის მთარგმნელებისათვის

მწერალთა სახლი  გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს  ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის კონკურსს.   

    

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი. შესაბამისად,  საკონკურსოდ განიხილება 2017 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის ნომინაციაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.

საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს  ტექსტის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემელს;

თითოეულმა გამომცემელმა შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნისა; თითოეული ჟურნალის/გაზეთის გამომცემელმა - არაუმეტეს 10 პუბლიკაციისა (გთხოვთ, წარმოადგინოთ წიგნისა და ჟურნალის 3 ეგზემპლარი);

საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. N13) 22 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე. 

ფინალისტების მოკლე ნუსხას მწერალთა სახლი და გამომცემლობა „დიოგენე“ 2018  წლის დეკემბრის დასაწყისში წარადგენენ.

გამარჯვებულს ამა წლის დეკემბრის ბოლოს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით, ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია;

ჟიურის წევრებს შეარჩევენ მწერალთა სახლი  და გამომცემლობა „დიოგენე“;

გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით;

ჟიურის აქვს უფლება, გამონაკლისის სახით  გაყოს პრემია ერთ ან ორივე ნომინაციაში,  ამ დროს გაიყოფა საპრემიო თანხაც.

 

დამატებითი  კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე: 2 97 41 01/02

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor