06 სექტემბერი 2018
კონკურსი წიგნის ილუსტრატორებისთვის
წიგნის ილუსტრატორების საყურადღებოდ!
ცხადდება კონკურსი გერმანიაში სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობაზე.
“The Comic Continent II”
კონკურსი ილუსტრატორებისთვის
8 დღიანი სარეზიდენციო პროგრამისთვის გერმანიაში პიოტრ სოჩას (პოლონეთი) ხელმძღვანელობით
საკონკურსო თემა: “ჩემი მემკვიდრეობა - მოღუშული და მხიარული”
კონკურსის პირობები:
- ატვირთეთ ორი გამოუქვეყნებელი ილუსტრაცია, ერთი ნახატი ან სერია მოცემულ თემაზე (ფაილის მაქსიმალური ზომა 1 MB); სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ამ ლინკზე.
- შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე, მიეცით თანხმობა მონაცემთა გამოყენებაზე, საგამომცემლო და საავტორო უფლებათა დეკლარაციაზე ფორმაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე;
- დაადასტურეთ, რომ ხართ 18 წლის, ფლობთ საერთაშორისო პასპორტს და ინგლისურ ენას საწყის დონეზე (B1 ან ზევით); დაადასტურეთ, რომ დაეთანხმებით ჟიურის გადაწყვეტილებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- 8 შემოქმედებითი დღის გატარებას 2018 წლის 11 იდან 18 ნოემბრამდე ცნობილი პოლონელი არტისტის პიოტრ სოჩას ხელმძღვანელობით ქალაქ მიუნხებერგში ბერლინის მახლობლად;
- ილუსტრატორებისთვის ბერლინში გამართულ ექსკურსიებში მონაწილეობას;
- ვორქშოპებში, გამოფენებში, საფესტივალო ღონისძიებებსა და გრაფიკულ ბაზრობაში მონაწილეობას;
- მგზავრობის, ცხოვრების და გერმანიის ვიზის მიღების ხარჯების ანაზღაურებას;
- 250 ევროს თქვენს მიერ შერჩეული სამუშაო მასალის შესაძენად;
- დეკემბერში ჩვენს მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასწრებას ლვოვში (უკრაინა) ან თბილისში.
სურათებიანი წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გერმანია-პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს ქალაქ მიუნხებერგში 2013 წელს დაარსდა; მას შემდეგ ყოველ შემოდგომაზე საბავშვო და საყმაწვილო წიგნების ილუსტრატორები გერმანიიდან და პოლონეთიდან, ასევე ლიტვიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან იკრიბებიან ერთი კვირით და ერთიანი თემის გარშემო წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და ხელობას სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე. პროგრამას ხემძღვანელობენ სარა ვილდაიზენი, ბარბარა ანა ბერნსმაიერი და ოლივერ შპაცი.
ფესტივალი წელს მეორედ უმასპინძლებს სარეზიდენციო პროგრამას ილუსტრატორებისთვის “Comic Continent”. რეზიდენციის თემაა “ჩემი მემკვიდრეობა - მოღუშული და მხიარული”; პროექტს უხელმძღვანელებს ცნობილი ილუსტრატორი პიოტრ სოჩა პოლონეთიდან. სარეზიდენციო პროგრამა გაიმართება 2018 წლის 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე. რეზიდენციაში მონაწილე არტისტები შეირჩევიან ანონიმური ჟიურის მიერ, რომელთა წევრები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციების თანამშრომლები: „თანამედროვე ხელოვნების გალერეა „ Ў“ (ბელარუსი), წიგნის ხელოვნების ცენტრი (საქართველო), „სამოკატის საგამომცმელო სახლი (რუსეთი), გამომცემლობა “ბებერი ლომი (უკრაინა) და სურათებიანი წიგნის ფესტივალი (გერმანია).
პროგრამას დაასრულებს როგორც სარეზიდენციო პერიოდში ასევე 2018 წლის ბოლომდე ლვოვსა და თბილისში გამართული საერთო ღონისძიებების დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენები და პრეზენტაციები.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 სექტემბერი 12 საათი.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის წარმომადგენლებს:
ბელარუსი - ანა ჩისტოსერდოვა: ac@gallery.by
გერმანია - ბარბარა ანა ბერნსმეიერი: bab@bilderbuchfestival.de
საქართველო - ნატალია ლომოური nlomouri@writershouse.ge
რუსეთი - მიხაილ სკოტნიკოვი: project.initiative@yandex.ru
უკრაინა - ოლჰა კრუკი: okruk@starlev.com.ua