08 მაისი 2018
თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

მწერალთა სახლში თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას მწერალთა სახლის დირექტორი და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრნენ. მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 14-19 მაისს გაიმართება. თბილისს ეწვევა 24 უცხოელი ავტორი 21 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს. თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში და ავსტრიულ ბიბლიოთეკაში. 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor