02 მარტი 2018
პირველი სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეები მწერალთა სახლში
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, მთარგმნელობითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში გერმანელი მთარგმნელი იულია დენგი, 1 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, საქართველოს მწერალთა სახლის რეზიდენციაში მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ,,ჯაყოს ხიზნები“ გერმანულენოვანი თარგმანის სრულყოფაზე იმუშავებს.