21 თებერვალი 2018
კულტურის და სპორტის სამინისტრო სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს
მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც არიან რატი ამაღლობელი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად კვარაცხელია, თინა მამულაშვილი, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე და ბესო ხვედელიძე, გამოავლინა ჟურნალები, რომელთაც კულტურის და სპორტის სამინისტრო 2018 წელს დააფინანსებს. ესენია: საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი - „დილა“ და ლიტერატურული ჟურნალები „არილი“ და „ახალი საუნჯე“.
კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 31 იანვარს გამოაცხადა. სულ შემოვიდა ხუთი განაცხადი. საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო ერთი ჟურნალი: „დილა“. ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე - ოთხი ჟურნალი: „არილი“; „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ახალი საუნჯე“.