10 ნოემბერს დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 172 წლისა და მაჩაბლის 13-ში მდებარე სახლის საზეიმოდ გახსნიდან 115 წლის თავზე დავით სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა.
სარაჯიშვილისეული სახლის მეორე სართულზე თავი მოიყარა დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის მემორიალურმა ნივთებმა და სხვადასხვა ისტორიულმა დოკუმენტებმა.
დავით სარაჯიშვილის მუზეუმის შექმნაზე მუშაობდნენ:
•ექსპოზიციის ავტორები: ნინო ანდრიაშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი, სანდრო ყანჩელი
•მუზეუმის ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე
•ანიმაციის რეჟისორი და მხატვარი: დავით მაჭავარიანი
•აღმოსავლური ოთახის ჭერის რესტავრაცია: დათო გაგოშიძე და შპს „კონსერვაცია და რესტავრაცია“
•ავეჯის რესტავრაცია: ვატო ხოშტარია
•ჭურჭლის რესტავრაცია: თეა კინწურაშვილი
დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი კომპანია „სარაჯიშვილის“, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის და თიბისი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. მწერალთა სახლი მადლიერებით აღნიშნავს მათ განსაკუთრებულ წვლილს დავით სარაჯიშვილის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.
მწერალთა სახლი მადლობას უხდის თბილისის მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიულ მუზეუმს (ქარვასლას) უნიკალური ექსპონატებისთვის მოწოდებისთვის.